მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს დევისის თასზე, რომელიც წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება, – წერს ტურნირის პრესსამსახური.
ჯოკოვიჩის პარტნიორები იქნებიან: დუშან ლაიოვიჩი, ფილიპ კრაინოვიჩი, ვიქტორ ტროიცკი და იანკო ტიპსარევიჩი, რომელმაც უფრო ადრე გამოაცხადა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ.
სერბეთის ნაკრები დევისის თასზე C ჯგუფში ითამაშებს საფრანგეთთან და იაპონიასთან ერთად. ტურნირი 18-24 ნოემბერს, მადრიდში გაიმართება.