ნოვაკ ჯოკოვიჩი - ჩოგბურთი სუფთა სახეობაა
ნოვაკ ჯოკოვიჩი - ჩოგბურთი სუფთა სახეობაა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ კმაყოფილია იმით, თუ როგორ მუშაობს ჩოგბურთში ანტისადოპინგო სისტემა. მანვე დაამატა, რომ მიაჩნია ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა სახეობად.

„მივიჩნევ ჩოგბურთელებს ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სპორტსმენებად მსოფლიოში, ჩოგბურთს კი ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან სახეობად“, – მოჰყავს Tennis World USA-ს ჯოკოვიჩის სიტყვები. – „ჩოგბურთის ანტისადოპინგო წესები, შესაძლოა, ოდნავ მკაცრია, ვიდრე სპორტის სხვა სახეობებში, იმ მხრივ, რომ რეგულარულად უნდა შევავსოთ დოკუმენტები ჩვენს ადგილმდებარეობაზე. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს საშუალებას აძლევს შესაბამის ორგანოებს, შეგვამოწმონ. და თქვენ იცით, ყველა მოთამაშისთვის წესი ერთია. ყოველ შემთხვევაში, ეს სამართლიანია. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმისა, რომ ანტისადოპინგო ორგანოები ათჯერ, ოცჯერ და ოცდაათჯერ მამოწმებენ წელიწადში. ჩოგბურთში, სხვა სპორტებისგან განსხვავებით, გაცილებით იშვიათად ხდება დოპინგ-სკადალები. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ისტორია იყო – მარია შარაპოვასთან დაკავშირებული დოპინგ-ამბავი. ის 15 თვით იყო დისკვალიფიცირებული მელდონიუმის არაგანზრახ მოხმარებისთვის“.