ნოვაკ ჯოკოვიჩი - ბევრს არ სურს სეზონის გაგრძელება
ნოვაკ ჯოკოვიჩი - ბევრს არ სურს სეზონის გაგრძელება

“დიდი სლემის” ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ავსტრალიის ღიაზე მუცლის კუნთი დაიზიანა, კომენტარი გაუკეთა თავის მდგომარეობას და სხვა მოთამაშეების ტრავმებს.

“ტრავმების ის რაოდენობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, არანორმალურია. ტოპ-მოთამაშეები ყველაზე კარგად არიან მომზადებულები. ზვერევი, დიმიტროვი, ბერეტინი, ნადალი… ეს ყველაფრი უკავშირდება პირობებსა და კარანტინს. ზოგიერთებს უფრო მეტად გაუჭირდათ, ვიდრე მე.

მე არ მაქვს უფლება ვიწუწუნო, მაგრამ ამას აქვს გავლენა მოთამაშეებზე. იმედი გვაქვს, რომ ეს დროებითია. მოთამაშეთა უმრავლესობას არ სურს სეზონის გაგრძელება, თუ მოგვიწევს მუდმივად კარანტინის გავლა. დღეს მე ველოდები კითხვებს ამ თემაზე.

ეს სიტუაცია ცუდ გავლენას ახდენს მოთამაშეებზე. ბევრი უარყოფითი რეაქცია ვნახე. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ეს რეალობაა. უნდა განვიხილოთ ეს სიტუაცია, განვიხილოთ ვარიანტები, რადგან კარანტინი ევროპაში უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ავსტრალიაში.

არ ვიცი, როგორ გადავჭრით ამ პრობლემას, მაგრამ მნიშნელოვანია მოთამაშეთა ფიზიკური მდგომარეობა. სასწრაფოდ რაღაც არის მოსაფიქრებელი, რადგან სეზონი უკვე დაწყებულია”, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ერთ-ერთ ვარიანტად ნოვაკმა დაასახელა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სტილში “ბაბლის” ორგანიზება – ერთი და იგივე ადგილას რამდენიმე ტურნირის ჩატარება.