პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2018 წელი შეაჯამა და ტრადიციულ ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა.
ორი პრიზი მოიპოვა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან „წლის დაბრუნების“ მოიგო ჯილდო და გახდა წლის საუკეთესო ჩოგბურთელი.
ჯოკოვიჩმა ფანტასტიკურად ჩაატარა სეზონის მეორე ნაწილი – მოიგო უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა, გაიმარჯვა ცინცინატისა და შანხაის „მასტერსებზე“.
ამის წყალობით ის პირველი ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც კლასიფიკაციაში ლიდერობა იმ წელს მოიპოვა, როდესაც საუკეთესო ოცეულს მიღმა იმყოფებოდა. კერძოდ, ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგში ივნისში 22-ე ნომერი იყო, ერთი კვირის წინ კი 2018 წლის პირველ ნომრად დასრულება გაინაღდა.
ჯოკოვიჩის გუნდის წევრი მარიან ვაიდა 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები –
საუკეთესო წყვილი – ოლივერ მარახი (ავსტრია)-მატე პავიჩი (ხორვატია)
ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელი – სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
საუკეთესო დებიუტანტი – ალექს დე მინორი (ავსტრალია)
ფანების ფავორიტი – როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
სტეფან ედბერგის პრიზი – რაფაელ ნადალი (ესპანეთი)