ნოვაკ ჯოკოვიჩი - ადრე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობას მთავაზობდნენ, ეს დიდი ცდუნება იყო
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ ახალგაზრდობისას მოქალაქეობის შეცვლის წინადადება ჰქონდა. სერბის თქმით, იუნიორთა ტურნირებზე პირველი წარმატებების შემდეგ, მან აგენტები დააინტერესა.
„იუნიორთა ტურნირებზე კარგად გამოვდიოდი და აგენტებმა შემამჩნიეს. შემომთავაზეს ბრიტანეთის მოქალაქეობა. ეს ძალიან მაცდური წინადადება იყო, რადგან ამ შემთხვევაში, ყველა ჩვენი პრობლემა მოგვარდებოდა. მაგრამ, უარი ვთქვით“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ცოტა ხნის წინ, ჯოკოვიჩის მამამ აღიარა, რომ არალეგალური ბიზნესმენებისგან მაღალი პროცენტით იღებდა სესხს, რათა ვაჟის კარიერის განვითარებისთვის შეეწყო ხელი.