ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული, მსოფლიო რეიტინგის მოქმედი პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 33 წლის გახდა.
სერბს რეკორდული რვა ავსტრალიის ღია პირველობა, ხუთი უიმბლდონი, სამი ამერიკის ღია ჩემპიონატი და ერთი საფრანგეთის ღია პირველობა აქვს მოგებული.
სერბ ჩოგბურთელს მოგებული აქვს 34 მასტერსი. იგი ერთადერთი მამაკაცი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც ყველა მასტერსის ტურნირის მოგება შეძლო. 2016 წელს, ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ექვსი მასტერსის ტიტული მოიგო. მას ასევე ხუთჯერ აქვს მოგებული წლის შემაჯამებელი ტურნირი. სულ, სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში ATP-ის 79 ტურნირი მოიგო ერთეულებში.
ოლიმპიურ თამაშებზე, ჯოკოვიჩს ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, მან „დევისის თასი“ მოიგო სერბეთის ნაკრებთან ერთად.ეს გამარჯვება პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში. 2020 იანვარში მან სანაკრებო დონეზე მოიგო ისტორიაში პირველი „ეი-თი-ფი ქაფი“ (ATP CUP), რომელიც ავსტრალიაში გაიმართა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მხოლოდ თამაშით აღებული ჰონორარით 135 მილიონი ა.შ.შ. დოლარი იშოვნა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.