მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2020 წლის საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარა 25-მა ევროპულმა საინფორმაციო სააგენტომ.
წამყვანმა მედია-ორგანიზაციებმა AFP-მ, DPA-მ, EFE-მ და სხვებმა „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონს საერთო ჯამში 85 ქულა მისცეს.
2020 წლის სეზონში ჯოკოვიჩმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ოთხი ტიტული მოიგო, მათ შორის, ავსტრალიის ღია პირველობა და ჯამში 6.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც ის ამ წელს პროფესიული ტურის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი გახდა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი ესპანელმა რაფაელ ნადალმა დაიკავა, რომელმაც ჯოკოვიჩზე 13 ქულით ნაკლები დააგროვა.