უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც გასულ სეზონში საუკეთესო ოცეულს მიღმა მყოფმა კლასიფიკაციის პირველ ადგილამდე ასვლა მოახერხა, ჟურნალისტებს მოუყვა, 2018 წლის დასაწყისში როგორ ფიქრობდა კარიერის დასრულების შესახებ.
„ძალიან უსიამოვნო პერიოდი მქონდა. ზედიზედ ორ ტურნირზე წავაგე სასტარტო მატჩები და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მინდოდა ჩოგბურთის თამაშის გაგრძელება. ისეთი შეგრძნება იყო, რომ კედლები მოძრაობდა და სუნთქვა სულ უფრო რთული ხდებოდა. ჩოგბურთი – ჩემი სიყვარულია, მაგრამ მინდა მისი გამოყენება, როგორც პლატფორმა პოზიტიური გარდაქმნებისთვის, მინდა ვთქვა: იმოქმედეთ, ეძებეთ გზები თავისუფლებისკენ, გამოიკვლიეთ საკუთარ სუპერძალები. არ აქვს მნიშვნელობა, წარმატებული ხართ თუ არა საზოგადოების თვალში: თქვენი ძალა თქვენს ხელშია. კრიზისულ მომენტში ვიგრძენი, რომ ბუნება მიზიდავდა. წავედი ოჯახთან ერთად შვებულებაში და ერთხელ, როცა პლაჟზე ვთვლემდი, უცებ ახალი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. სხეული გადაიტვირთა. ყველაფერი ასე მარტივად მოხდა“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.