პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ იმ ჩოგბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2018 წლის სეზონში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს.
ლიდერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მისმა ჰონორარმა წელს 12.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ რეიტინგში მეორე ადგილი, ესპანელ რაფაელ ნადალს უკავია. მისი შემოსავალი 8.66 მილიონ დოლარამდე ავიდა. წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 7.72 მილიონი დოლარით მესამეა. მას მოსდევს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი – 7.6 მილიონი.
საერთო თანხა, რომელიც ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულში მყოფმა ჩოგბურთელებმა გამოიმუშავეს, 64 მილიონ დოლარს შეადგენს.