ნორვეგიულმა ტელეკომპანიამ ფარერის კუნძულების ლიგის ტელერეპორტაჟები შეიძინა
ნორვეგიულმა ტელეკომპანიამ ფარერის კუნძულების ლიგის ტელერეპორტაჟები შეიძინა

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო შეშფოთებულია კოროვირუსის მასშტაბებით, მსოფლიო სპორტული საზოგადოება ცდილობს ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს და სპორტული ღონისძიებები დაიწყოს.

რამდენიმე ქვეყანაში ფეხბურთს მაინც თამაშობენ. თანდათანობით, საფეხბურთო ტურნირი ბევრგან განახლდება, რამდენიმე სიახლე უკვე არის.

ბელარუსსა და ნიკარაგუაში სეზონი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა და ამიტომ, მათზე აღარ შევჩერდებით. ვნახოთ, უახლოეს დღეებში სხვა ქვეყნებში ფეხბურთის გულშემატკივრებს რა ელით.

ჩემპიონატი სამხრეთ კორეაში იწყება. თამაშები მთავარ და რანგით მეორე ლიგებში ჩატარდება. თუმცა, სეზონის გახსნა ორი თვით შეფერხდა. პირველ მატჩებს ფარერის კუნძულების მთავარი ლიგის ათი გუნდიც გამართავს – ჩემპიონატი 9 მაისიდან დაიწყება. თურქმენეთში ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში შეაჩერეს, მაგრამ მთავარი ლიგის რვა გუნდი სტადიონებს უბრუნდება. კვირას, 10 მაისს კი მეხუთე ტურის მატჩები ჩინეთის მეზობელ ტაივანში გაიმართება.

საინტერესო ფაქტია: ნორვეგიულმა კომერციულმა სატელევიზიო კომპანია „ტი-ვი-2-მა“ (TV2) „კოვიდ 19-ის“ დროს სპორტული ტრანსლაციების არეალი გააფართოვა და ფარერის კუნძულების პრემიერ ლიგის საწყისი 12 ტურის მატჩების ტელერეპორტაჟების უფლებები შეიძინა.