ნორვეგიის საგარეო უწყება – საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ნორვეგია გმობს მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ამასთან, განცხადების თანახმად, ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს.
„15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ – ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. დღემდე ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში. ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
15 years have passed since Russia’s 2008 invasion of Georgia – a watershed moment for European security. To this day, we see continuation of Russia’s aggressive policy in 🇺🇦 and 🇬🇪. Norway condemns ongoing Russian occupation and human rights violations #NorwayinGeorgia pic.twitter.com/nquCXHt3Nf
— Norway MFA (@NorwayMFA) August 8, 2023