ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ნატო-ში, მეხუთე მუხლი გვაქვს წევრი ქვეყნების დასაცავად
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ნატო-ში, მეხუთე მუხლი გვაქვს წევრი ქვეყნების დასაცავად

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გაჰრ სტორე აცხადებს, რომ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება ყოველთვის შეშფოთების საგანია და მას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ იონას გაჰრ სტორემ ბრიუსელში განაცხადა.

ნორვეგიის პრემიერის თქმით, გასულ თვეს ნატო-მ აჩვენა, რომ მოკავშირეები ერთიანნი არიან.

„ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება ყოველთვის შეშფოთების საგანია. ჩვენ ცხადად უნდა ვთქვათ, რომ ამას მოჰყვება სერიოზული შედეგები მეზობლებისგან და ნატო-სგან. მოკავშირეები ერთიანები არიან. ჩვენ მხარს ვუჭერთ კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ნატო-ში. მეხუთე მუხლი გვაქვს წევრი ქვეყნების დასაცავად. ჩვენ გასული თვის შემდეგ ვაჩვენეთ, რომ ის ძალიან მყარია“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.