ნორვეგიელთა უჩვეულო ფორმა - აისბერგი ახალ მაისურზე
ნორვეგიელთა უჩვეულო ფორმა - აისბერგი ახალ მაისურზე

პორტალმა Footy Headlines გამოაქვეყნა ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ახალი ფორმა, რომლითაც ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები 2020 წელს ითამაშებს.

მაისური უჩვეულო და ორიგინალურია, რადგან ლურჯი შეფერილობის ფორმაზე აისბერგია გამოსახული. ნორვეგიელთა ახალი ფორმის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „ნაიკია“.

ნორვეგიის გუნდმა ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ ევროფორუმზე მოხვედრა კიდევ შეუძლიათ.

ნორვეგიელებს შანსი აქვთ, ევრო2020-ზე ერთა ლიგის ნახევარფინალიდან გავიდნენ, სადაც სერბეთს შეხვდებიან. მატჩი უნდა ჩატარებულიყო 26 მარტს, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, განუსაზღვრელი დროით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 ერთი წლით, 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიდო.