ნორვეგიელმა რონი სოლბერგმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დირექტორის პოსტი დატოვა
ნორვეგიელმა რონი სოლბერგმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დირექტორის პოსტი დატოვა

ნორვეგიელმა რონი სოლბერგმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დირექტორის პოსტი დატოვა. სოლბერგის განცხადება გადადგომის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ 15 ნოემბერს დააკმაყოფილა.

რონი სოლბერგი კონსორციუმში მშენებლობის მართვის აღმასრულებელ დირექტორად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. მას სხვადასხვა სამრეწველო ბიზნეს-კომპანიასა და სამშენებლო პროექტში აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წლიდან სოლბერგი „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ხელმძღვანელ თანამდებობებზე რჩებიან ლევან ახვლედიანი, ზურაბ ფიჩხაია, ვანდა კაკიაშვილი და მიხეილ შათაშვილი. კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი არიან რობერტ-მაიკლ ქაუგილი, ბობ მეიერი, დიმიტრი აბდუშელიშვილი, თეოდორ ჩარლზ ჯონასი და ჟან-პატრიკ მარსელ ვუაზინი.