ნორვეგიაში თავდასხმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
ნორვეგიაში თავდასხმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ნორვეგიაში თავდასხმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 17 იანვარს 20 წლის მამაკაცი ოსლოს ცენტრში, მაღაზიაში სალაროსთან მდგომ ქალს ზურგიდან თავს დაესხა და დანით ჭრილობა მიაყენა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი მალევე დააკავა. საქმეს ნორვეგიის პოლიცის უსაფრთხოების სამსახური იძიებს როგორც შესაძლო ტერაქტს. როგორც ნორვეგიული მედია პოლიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, დაკითხვაზე მამაკაცმა განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის განხორციელებასა და უფრო მეტი ადამიანის მოკვლას გეგმავდა.

რუსეთის მოქალაქე ნორვეგიაში შვედეთიდან სწორედ იმ დღეს ჩავიდა, როდესაც თავდასხმა ჩაიდინა. პოლიციის ცნობით, დაკავებული წარმოშობით ბაშკირეთიდან არის.