ნორვეგიაში შტორმს მეწყერი და ქვათაცვენა მოჰყვა
ნორვეგიაში შტორმს მეწყერი და ქვათაცვენა მოჰყვა

ნორვეგიაში შტორმს მეწყერი და ქვათაცვენა მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სტიქიის გამო პრობლემებია საავტომობილო გზებზე. ასევე, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა და გაუქმდა ავიარეისების ნაწილი.

ნორვეგიის დედაქალაქსა და ოსლოს აეროპორტს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ამ დრომდე დარღვეულია.

საავტომობილო გზების ნაწილზე წყალდიდობის, ქვათაცვენისა და მეწყერის გამო მოძრაობა შეწყვეტილია. ასევე, გაჩერდა ბორნების ნაწილიც.

სტიქიის გამო ათობით ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან არსებობდა მათი სახლების დატბორვის საფრთხე.

შტორმმა ასევე შექმნა პრობლემები ნორვეგიის მეზობელ შვედეთშიც, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა და მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.