ნორვეგიაში რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის გამო 163 სარკინიგზო რეისი გაუქმდება
ნორვეგიაში რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის გამო 163 სარკინიგზო რეისი გაუქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 46 მემანქანემ გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ნორვეგიის მემანქანეთა ასოციაციასა და ნორვეგიის სატრანსპორტო კომპანიას შორის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის გამო 21 სექტემბერს კიდევ 128 რეისი გაუქმდება.
ნორვეგიის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები მგზავრებს ურჩევენ, ყოველი მგზავრობის წინ რესის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმონ. სავარაუდოდ, მატარებლების გადაადგილებაზე გაფიცვა 22 სექტემბერსაც იმოქმედებს.
გაფიცვები ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. 16 სექტემბერს ბრიუსელთან ახლოს, შარლერუას აეროპორტში, საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერებმა გაფიცვა გამოაცხადეს, რომელიც 24 დღე გაგრძელდება.