ნორვეგია საქართველოში საელჩოს გახსნის
ნორვეგია საქართველოში საელჩოს გახსნის

ნორვეგია საქართველოში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„საქართველო ჩვენი მთავარი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. წლების განმავლობაში, რეფორმების შედეგად ქვეყანა დაუახლოვდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. მუდმივი წარმომადგენლობა თბილისში მოგვცემს შესაძლებლობას, კარგად დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას მთელს რეგიონში“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიკსენ სორეიდემ.

ამასთან, ნორვეგიის საგარეო უწყების ცნობით, ნორვეგიამ აზერბაიჯანში საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე პასუხისმგებელი იქნება საელჩო ანკარაში. ბაქოში გაიხსნება ნორვეგიის გენერალური საკონსულო.

ცვლილებების განხორციელება 2019 წლის განმავლობაში იგეგმება.