ნორვეგია-საქართველო 12 სექტემბრისთვის გადაიდო - მიზეზი არჩევნებია #1TVSPORT
ნორვეგიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, რომელიც 11 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, ერთი დღით გადაიდო, – ინფორმაციას ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.
„ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ნორვეგიასა და საქართველოს შორის, რომელიც თავდაპირველად ორშაბათს, 11 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მეორე დღეს ჩაინიშნა. მიზეზი ის არის, რომ ორშაბათს ნორვეგიაში არჩევნების დღეა“, – წერია ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ამრიგად, ახალი დრო არის სამშაბათი, 12 სექტემბერი, თბილისის დროით 23:45 საათი. ეს გადადება, წესით, საქართველოს ნაკრებისთვის მისაღებიც უნდა იყოს, რადგან მანამდე დაგეგმილი გრაფიკით ვილი სანიოლის გაწვრთნილებს 9 სექტემბერს თბილისში ესპანეთთან მატჩის შემდეგ ნორვეგიაში გასამგზავრებლად და მოსამზადებლად სამი დღე ჰქონდათ, ახლა კი „ჯვაროსნების“ განკარგულებაში ერთი დღით მეტი იქნება.
საქართველოს ნაკრების თამაშების გრაფიკი სექტემბერში:
2023, 8 სექტემბერი
საქართველო – ესპანეთი
2023, 12 სექტემბერი
ნორვეგია – საქართველო