ნორვეგია: „მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმების მცდელობები“
პოლიციელი შემთხვევის ადგილზე მუშაობს - 2026 წლის 4 ოქტომბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიაში, ქალაქ ჰალდენის მახლობლად, ნადირობის დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ნორვეგია ექსტრემისტების მხრიდან მოსალოდნელი უსაფრთხოების გაზრდილი რისკების წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების საერთო საფრთხის დონე კვლავ „ზომიერად“ ფასდება – ამის შესახებ 18 ნოემბერს ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა.
სააგენტო იუწყება, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმის მცდელობა როგორც ისლამისტების, ისე ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების მხრიდან.
უსაფრთხოების სამსახური, ძალადობისკენ განსაკუთრებით მიდრეკილ ონლაინ-საზოგადოებებში განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ე.წ. „ნიჰილისტურ ექსტრემიზმზე“ ამახვილებს ყურადღებას. უწყების მტკიცებით, ამგვარი ექსტრემიზმი ვლინდება იმ ადამიანების ქმედებებში, რომლებიც ქაოსის გამოწვევასა და საზოგადოებისთვის მასშტაბური ზიანის მიყენებას ცდილობენ.
სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ნორვეგიაში ისლამისტები სულ უფრო აქტიურად აყალიბებენ ორგანიზაციებსა და ქსელებს როგორც ონლაინ-სივრცეში, ისე რეალურ პირობებში.
უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნით, ტერორისტული თავდასხმების საერთო საფრთხე კვლავ მესამე დონეზე რჩება, რაც 5-ბალიანი შკალით, „ზომიერ საფრთხეს“ ნიშნავს.
სტატიის ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური (ERT News)
ფოტოს ავტორი: კრისტოფერ ანდერსენი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
წყარო: ბერძნული საინფორმაციო სააგენტო „ათენი-მაკედონია“ (AMNA)
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი, 2026 წელი, 09:05 (ცენტრალური ევროპის დრო)