„ნორმანდიული ოთხეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ვლადიმერ პუტინის გარეშე, გერმანიაში შეხვდებიან
„ნორმანდიული ოთხეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ვლადიმერ პუტინის გარეშე, გერმანიაში შეხვდებიან

„ნორმანდიული ოთხეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ვლადიმერ პუტინის გარეშე, მაისში, გერმანიაში შეხვდებიან. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივი პრესკონფერენციისას გააკეთა.

შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გაერო-ს მშვიდობისმყოფლების განთავსების საკითხი იქნება.

გერმანიის კანცლერის თქმით, სამწუხაროდ, დონბასში მშვიდობა ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. ანგელა მერკელის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ის რუსეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა, თუმცა კანცლერს საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრამდე, გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი შედგა.