ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-12 ტური დაიწყო. მარტვილში “მერანი“ გათამაშების ლიდერს, “ვიტ ჯორჯიას“ შეხვდა.
მასპინძლები მე-20 წუთზე დავით ბოლქვაძის გოლით დაწინაურდნენ. 48-ე წუთზე „მერანს“ მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ მარტვილელთა ცნობილმა პენალტისტმა, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა, დათა სიჭინავამ ბურთი კარს ააცილა. ვიტელებმა კი თავისი შანსით ისარგებლეს – 71-ე წუთზე გიორგი ვეკუამ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
“ნორჩი დინამოსა“ და წყალტუბოს “სამგურალის“ შეხვედრაზე გოლები გიორგი ტყეშელაშვილმა (70-ე წუთი), გოგი ფიფიამ (79) და ლიგის ბომბარდირმა იაგო დეისაძემ (90+1) გაიტანეს. თბილისელებმა 3:0 გაიმარჯვეს.
“ვიტ ჯორჯიამ“ 23 ქულა დააგროვა და პირველობა შეინარჩუნა. თუმცა, მასთან სხვაობა „ნორჩმა დინამომ“ შეამცირა, რომელიც 21 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა. ამ ტურის შემდეგაც პირველზე იქნება, ხოლო “მერანი“ მერვეზეა.