ნონა მამულაშვილი - „ქართულ ოცნებას“ იმედი არ აქვს, რომ არჩევნებს მოიგებს და ცესკო-ს, ასევე სხვა ინსტიტუციებით შეეცდება არჩევნების გაყალბებას
ნონა მამულაშვილი - „ქართულ ოცნებას“ იმედი არ აქვს, რომ არჩევნებს მოიგებს და ცესკო-ს, ასევე სხვა ინსტიტუციებით შეეცდება არჩევნების გაყალბებას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს მიმართ ნდობა არც ოპოზიციას და არც მოსახლეობას არ აქვს.

როგორც ნონა მამულაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ქართულ ოცნება“ ცესკო-სა და სხვა ინსტიტუციებით შეეცდება, გააყალბოს არჩევნები.

„ადამიანს, რომელსაც ცესკო-ს თავმჯდომარედ „ქართული ოცნება“ დანიშნავს, მას თამარ ჟვანია ერქმევა თუ სხვა სახელი, ეს ადამიანი იქნება მართული, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება ის კრიმინალური საქმიანობა გააგრძელოს, რაც თამარ ჟვანიამ დაიწყო. ცესკო-ს მიმართ ნდობა არც ოპოზიციას და არც მოსახლეობას არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ იმედი არ აქვს, რომ არჩევნებს მოიგებს, შესაბამისად, ცესკო-ს და სხვა ინსტიტუციებით შეეცდება, კიდევ ერთხელ გააყალბოს არჩევნები“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.

საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ორჯერ ჩავარდა.

საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს და ამჯერად უკვე 100-ის ნაცვლად 90 ხმაც საკმარისი იქნება. თუ ეს რაოდენობა ვერც მესამე მცდელობის დროს შეგროვდება, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარეს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, მაგრამ ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვით დაამტკიცებენ.

დატოვე კომენტარი