ნონა მამულაშვილი -  მერამდენედ უნდა ჩამოართვან ნიკა მელიას მანდატი, მანიაკალური ამოჩემებაა
ნონა მამულაშვილი - მერამდენედ უნდა ჩამოართვან ნიკა მელიას მანდატი, მანიაკალური ამოჩემებაა

მერამდენედ უნდა ჩამოართვან ნიკა მელიას მანდატი, მანიაკალური ამოჩემებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ნაცვლად ხალხზე ზრუნვისა, კრიზისს აღრმავებს.

„უკვე ვნახეთ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნიკა მელიაზე ასეთი დევნაა. ფაქტობრივად, ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების სხვადასხვა მეთოდით იზოლირებას და რომ მოაცილონ პოლიტიკურ ველს. მერამდენედ უნდა ჩამოართვან ნიკა მელიას მანდატი, მანიაკალური ამოჩემებაა – ერთი არის მიხეილ სააკაშვილი, მეორე – ნიკა მელია. „ქართული ოცნება“ იმის ნაცვლად, რომ ხალხზე იზრუნოს, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ამ კრიზისს აღრმავებს და ფაქტობრივად, ღიად ატარებს პრორუსულ ხაზს, რასაც არც მალავს თავის ნარატივში“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს თავად მიმართა.