ნოიერი მოედანზე ათი თვის შემდეგ პირველად გავა - „ბაიერნის“ მეკარე „დარმშტადტის“ წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ გოლკიპერი მოედანზე დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდება. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მანუელ ნოიერი ხვალ, 28 ოქტომბერს ბუდესლიგის მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც მიუნხენური კლუბი „დარმშტადტს“ დაუპირისპირდება.
ნოიერმა მძიმე ტრავმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო და მკურნალობას ათი თვე დასჭირდა, შესაბამისად, 37 წლის მეკარემ 2022/23-ის სეზონი თითქმის მთლიანად გამოტოვა.
გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ბაიერნი“ მესამე პოზიციას იკავებს, დარმშტადტი“ კი მე-12 ადგილზეა.