ნოემბრის ტესტ მატჩების დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. სერიის პირველ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნები გასვლაზე იტალიას, ფლორენციაში „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე 10 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.
სერიის ორი მომდევნო თამაში შინ გვაქვს – 17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სამოას ერკინება. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში არსებული ორივე დიდი სტადიონი ამ დროს დაკავებულია და ქართულ რაგბს საკუთარი დიდი სტადიონი ამ ეტაპზე არ გააჩნია, მატჩის გამართვა „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე გადაწყდა.
ერთი კვირის შემდეგ კი, ბორჯღალოსნები სერიის დამაგვირგვინებელ ტესტში ტონგას „მიხეილ მესხის“ სტადიონზე უმასპინძლებენ. ორივე საშინაო მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი