ნოემბერში ეკონომიკური ზრდა 3.7 პროცენტი იყო

11:10, 29.12.2017

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკური ზრდა 3.7 პროცენტი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის 11 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში 4.8 პროცენტით გაიზარდა.

წინასწარი შეფასებით, 2017 წლის ნოემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მეტალურგიულ მრეწველობაში. ოქტომბერთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელებულია.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 27 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8,8 პროცენტით იყო გაზრდილი.

მსგავსი