ნოელ გალაჰერი „ლივერპულისთვის“ ჩემპიონობის მინიჭების წინადადებით გამოვიდა
პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ნოელ გალაჰერმა საკუთარი აზრი დააფიქსირა კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის შესახებ.
„მათ უკვე მოგებული აქვთ და უბრალოდ, თასი უნდა გადასცენ, – განაცხადა გალაჰერმა „თოქსპორტს“-თან (talkSPORT) კომენტარში. – „ლივერპულმა“ მოიგო ლიგა. ერთადერთი, რაც ხელს უშლის საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ეს არის გუნდების ლიგებიდან ლიგებში აღზევებისა და გავარდნის საკითხი.
„მანჩესტერ სიტის“ ფანებს შორის ბევრმა ჩემმა მეგობარმა თქვა – „სტადიონზე მაყურებელი რომც არ შეუშვან, ჩვენ მაინც მივალთ იქ“. ამან შეიძლება ცუდი ამბები მოიტანოს. მთავრობამ რაღაც უნდა მოიფიქროს, რათა მომავალ წელს ნაკლები ხალხი შეუშვას სტადიონზე“.
პოპჯგუფ „ოაზისი“-ს (Oasis) დამფუძნებლები ნოელი და მისი ძმა ლაიამი დიდი ხანია „მანჩესტერ სიტის“ თაყვანისმცემლები არიან.