ნოელ გალაჰერი „ლივერპულისთვის“ ჩემპიონობის მინიჭების წინადადებით გამოვიდა

20:10, 16.04.2020

პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ნოელ გალაჰერმა საკუთარი აზრი დააფიქსირა კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის შესახებ.

„მათ უკვე მოგებული აქვთ და უბრალოდ, თასი უნდა გადასცენ, – განაცხადა გალაჰერმათოქსპორტს“-თან (talkSPORT) კომენტარში. – „ლივერპულმა“ მოიგო ლიგა. ერთადერთი, რაც ხელს უშლის საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ეს არის გუნდების ლიგებიდან ლიგებში აღზევებისა და გავარდნის საკითხი.

„მანჩესტერ სიტის“ ფანებს შორის ბევრმა ჩემმა მეგობარმა თქვა – „სტადიონზე მაყურებელი რომც არ შეუშვან, ჩვენ მაინც მივალთ იქ“. ამან შეიძლება ცუდი ამბები მოიტანოს. მთავრობამ რაღაც უნდა მოიფიქროს, რათა მომავალ წელს ნაკლები ხალხი შეუშვას სტადიონზე“.

პოპჯგუფ „ოაზისი“-ს (Oasis) დამფუძნებლები ნოელი და მისი ძმა ლაიამი დიდი ხანია „მანჩესტერ სიტის“ თაყვანისმცემლები არიან.

მსგავსი