ნოდარ ქავთარაძე - ბოლო შეხვედრაც უნდა მოვიგოთ (ვიდეო)
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტურის ცენტრალური შეხვედრაში, რომელიც გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, თბილისის „დინამომ“ გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობიდან სულ ერთ ნაბიჯშია.
თბილისელებიდან მეორე გოლი ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა, რომლის თქმითაც, პირველობის შანსი რეალურია, მაგრამ მოდუნება გუნდს არ არგებს.
„რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ჩემპიონობის მოპოვებაში დაგვეხმარება და კონკურენტთან უპირატესობას გვაძლევს. მაგრამ ჯერ ჩემპიონები არ ვართ და საამისოდ „ვიტ ჯორჯიასთან“ ბოლო მატჩშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებთ“ – ამბობს ნოდარ ქავთარაძე.
ბოლო ტურის წინ თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით უსწრებს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად ბოლო ტურში „ვიტ ჯორჯია“ უნდა დაამარცხოს.