ნოდარ ლომინაძე – იმედი მაქვს, „ტორპედოსთან“ ერთად ახალ ისტორიას დავწერ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველთან, ნოდარ ლომინაძესთან კონტრაქტი გააფორმა.
„ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიული ქალაქის და გუნდის ნაწილი ვარ და „ტორპედოს“ მაისურს მოვირგებ. გუნდს დიდი მიზნები აქვს და შემიძლია ამის შესრულებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
ქუთაისელი გულშემატკივარი ერთგულებით და თავდადებით გამოირჩევა. ამ სტადიონზე სტუმრის როლში არაერთხელ მითამაშია და ვიცი, აქ გამოსვლა დიდი წნეხის გამო ძალიან რთულია. იმედია, მალე ვითამაშებ და მჯერა, მათთან ერთად დიდ ისტორიას დავწერ“, – ამბობს ნოდარ ლომინაძე.
მან 2025 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ამის შემდეგ პორტუგალიურ „ეშტორილში“ მიიწვიეს. გუნდის შემადგენლობაში 16 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. მაგრამ ბოლოს არ ათამაშებდნენ, რაც გახდა კიდეც გუნდის დატოვების მიზეზი.