ნობელ არუსტამიანი - არა მგონია, კვარაცხელია „აიაქსში“ წავიდეს, ის ტოპ-კლუბში სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა „მატჩ ტვ“-ის გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში” განაცხადა, რომ კვარაცხელია ტოპ-კლუბში გადასვლისთვის მზადაა.
„არა მგონია, რომ ხვიჩა „აიაქსში“ წავიდეს. ვფიქრობ, ის უკვე მზადაა, რომ ტოპ კლუბში ან ტოპ-ჩემპიონატში გადავიდეს. პრემიერლიგაში ასეთი გუნდებია „ევერტონი“, სერია „ა“-ში – „ატალანტა“ და „ლაციო“. შეიძლება, საუბარი „ინტერზე“, „მილანზე“ ან „იუვენტუსზე“ იყოს“, – განაცხადა ნობელ არუსტამიანმა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონში ყაზანის „რუბინი“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციათა ლიგის სადებიუტო სეზონზე ითამაშებს. მაგრამ არის იმედი, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ახალ კლუბში გადავა.
კვარაცხელია საინტერესო კონტექსტში ახსენა ცსკა-ს, „ლოკომოტივისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი სოლომატინმა. მისი აზრით, რუსეთში ქართველის მსგავსი ტალანტი არ ჰყავთ.
„ვინ შეიძლება ახალგაზრდებიდან ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა ევრო 2020-ის განაცხადში შეიყვანოს? არ შეიძლება ითქვას, რომ ამა თუ იმ ახალგაზრდამ თავი ძალიან გამოიჩინა, როგორც მაგალითად, კვარაცხელიამ. საინტერესოა მაკაროვი, მოსტოვოი, მაგრამ ახლა რუსეთის ნაკრების შეტევაში კაშკაშა ვარსკვლავი არ არის“, – განაცხადა სოლომატინმა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში.