„ნიუს 24“ - „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკულ „ქარი ქაფის“ პირველ დივიზიონში ჩაერთვება
„ნიუს 24“ - „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკულ „ქარი ქაფის“ პირველ დივიზიონში ჩაერთვება

ქართული ფრანჩიზა „შავი ლომი“ მომდევნო სეზონიდან სამხრეთ აფრიკული „ქარი ქაფის“ (Currie Cup) პირველ დივიზიონში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკული გამოცემა „ნიუს 24“ (News24) ავრცელებს.

ტურნირის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკული საკლუბო რაგბის უმაღლეს – „პრემიერ დივიზიონში“ დაწინაურებისთვის მის ბოლო ადგილოსანს დაუპირისპირდება. გამოცემის მიხედვით, ქართული კლუბი სამხრეთ აფრიკულ გათამაშებაში ჩართვა ქვეყნების კავშირებს შორის გაფორმებული 11 წლიანი პარტნიორობის ერთ-ერთი ნაწილია.