„ნიუკასლში“ სანდრო ტონალისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავენ #1TVSPORT
„ნიუკასლში“ სანდრო ტონალისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავენ #1TVSPORT

„ნიუკასლის“ იურისტები სანდრო ტონალისთვის ანაზღაურების შემცირების საკითხს სწავლობენ, – იუწყება Daily Telegraph-ი.

გამოცემის ინფორმაციით, მგავსი გადაწყვეტილება ტონალის დისკვალიფიკაციას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ინგლისური კლუბის იტალიელ ნახევარმცველს არალეგალური ფსონების გაკეთების გამო ათთვიანი დისკვალიფიკაცია აქვს და, შესაბამისად, „ნიუკასლს“ მთელი სეზონის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის სანდრო ტონალი ინგლისის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ტონალი „ნიუკასლის“ რიგებს „მილანიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა. ინგლისურმა კლუბმა ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველის შესაძენად 64 მილიონი ევრო გადაიხადა. სანდო ტონალის „ნიუკასლთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.