„ნიუკასლ იუნაიტედის“ პრესსამსახურმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტივ ბრიუსის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. კონტრაქტი სპეციალისტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
დროებით გუნდს გრემ ჯონსი უხელმძღვანელებს.
ამასობაში, „ნიუკასლის“ ახალი ხელმძღვანელობა აგრძელებს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას.
როგორც გაზეთი The Times წერს, ბრიუსის ადგილზე სამი სპეციალისტი აცხადებს პრეტენზიას: „რეინჯერსის“ დამრიგებელი სტივენ ჯერარდი, ბელგიის ნაკრების მთავარი მწრთნელი რობერტო მარტინესი და უნაი ემერი, რომელიც „ვილიარეალს“ უდგას სათავეში.
ბრიუსმა გასულ უქმეებზე მე-1000 მატჩი ჩაატარა თავის სამწვრთნელო კარიერაში.
ამ მომენტისთვის, „ნიუკასლი“ პრემიერლიგის ცხრილში სამი ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება.