„ნიუკასლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა გახდეს სტივ ბრიუსი, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“ (The Telegraph). ოფიციალურად, 58 წლის სპეციალისტის დანიშვნის შესახებ უახლოეს დროში გამოცხადდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიუსი, რომელიც ამ პოსტზე რაფაელ ბენიტესს შეცვლის, უნდა შეუერთდეს გუნდს აზიური ტურნეს დაწყებამდე. „ნიუკასლი“ ამ ტურნეს მომავალ კვირას დაიწყებს.
ბრიუსი ადრე მუშაობდა „ბირმინგემში“, „უიგანში“, „სანდერლენდში“, „ჰალსა“ და „ასტონ ვილაში“. ბენიტესი „ნიუკასლთან“ 2016 წლის მარტიდან მუშაობდა.