„ნიუკასლის“ მწვრთნელად ედი ჰაუ დაინიშნა #1TVSPORT
„ნიუკასლის“ მწვრთნელად ედი ჰაუ დაინიშნა #1TVSPORT

„ნიუკასლს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – კლუბი 43 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა, ედი ჰაუმ ჩაიბარა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

იუწყებიან, რომ „ნიუკასლმა“ ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდა.

ედი ჰაუს სამწვრთნელო გმოცდილება ინგლისურ კლუბებს, „ბორნმუთსა“ და „ბარნლის“ უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი“ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა და დიდი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, ინგლისურ კლუბს მსოფლიო გრანდად გადაქცევის პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ნიუკასლს“ მხოლოდ ხუთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-20 პოზიციაზე იმყოფება.