„ნიუკასლის“ ახალი მფლობელები გარეთ ბეილის გადაბირებას ცდილობენ
„ნიუკასლის“ ახალი მფლობელები გარეთ ბეილის გადაბირებას ცდილობენ

„ნიუკასლ იუნაიტედი“ ინტერესს იჩენს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ გარეთ ბეილის მიმართ, ირწმუნება ესპანური გაზეთი „მარკა“. წყაროს ცნობით, ინგლისური პრემიერლიგის კლუბი, რომლის ახალი მფლობელი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანია, მზად არის, უელსელს წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ ბეილი ამჟამად მადრიდის „რეალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და მისი გასამრჯელო წელიწადში 17 მილიონ ევროს შეადგენს. მადრიდულ სამეფო კლუბში ის 2013 წელს „ტოტენჰემიდან“ გადავიდა და ტრანსფერის ღირებულებამ მაშინ 101 მილიონი ევრო შეადგინა.