„ნიუკასლის“ ახალი ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელად ალეგრის ან პოჩეტინოს განიხილავს
„ნიუკასლის“ ახალი ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელად ალეგრის ან პოჩეტინოს განიხილავს

ნიუკასლ იუნაიტედი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორის მასიმილიანო ალეგრისა და მაურისიო პოჩეტინოს. გარდა ამისა, როგორც ესპნ (ESPN) იტყობინება, კანდიდატებს შორის არიან ლუსიენ ფავრი და რაფაელ ბენიტესი.

ეს უკანასკნელი ამჟამად ჩინურ „დალიან იფანს“ ავარჯიშებს, ფავრი კი დორტმუნდის „ბორუსიას“ მწვრთნელია.

რაც შეეხებათ ალეგრისა და პოჩეტინოს, ისინი უმუშევრები არიან.