„ნიუკასლი“ შეიძლება იურგენ კლინსმანმა ჩაიბაროს
„ნიუკასლი“ შეიძლება იურგენ კლინსმანმა ჩაიბაროს

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იურგენ კლინსმანი, შესაძლოა, სამწვრთნელო სამუშაოს დაუბრუნდეს.

გერმანელი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა, – წერს ადგილობრივი გამოცემა „ნიუქასლ ქრონიქლ“ (Newcastle Chronicle).

აღნიშნავენ, რომ ნიუკასლელთა პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება ხელშეკრულების გაგრძელება რაფა ბენიტესთან, რომლის კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში იწურება. თუ ესპანელი დატოვებს კლუბს, ის, შესაძლოა, სწორედ კლინსმანმა შეცვალოს.

უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ იურგენ კლინსმანს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბერლინის „ჰერტა“ ეპატიჟება, მაგრამ 54 წლის მწვრთნელმა ეს ინფორმაცია უარყო.

კლინსმანი სათავეში ედგა გერმანიისა და აშშ-ის ნაკრებებს 2006 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ასევე ის მუშაობდა „ბაიერნში“.