„ნიუკასლი“ მზადაა იმობილეში 135 მილიონი ევრო გადაიხადოს
„ნიუკასლი“ მზადაა იმობილეში 135 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ნიუკასლ იუნაიტედი“ დაინტერესებულია „ლაციოს“ ფორვარდის ჩირო იმობილეს შეძენით, – დაწერა იტალიურმა გამოცემა „გაძეტა დელო სპორტმა“.

როგორც ცნობილია, ინგლისურ კლუბს ძალიან მალე მიჰყიდიან საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს, რომელსაც სათავეში უდგა პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი. სწორედ ამ გარიგების შემდეგ, „ნიუკასლი” 30 წლის ფორვარდისთვის 135 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

იმობილე „ლაციოსთან“ კონტრაქტით 2023 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული. 2019-20 წლების სეზონში მან სერია A-ს 26 მატჩში 27 გოლი გაიტანა და დღეისთვის მეორე ადგილზეა ევროპის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში.