„ნიუკასლი“ ამერიკული „ატლანტადან“ ფეხბურთელს 20 მილიონად ყიდულობს და ოუენის რეკორდს ამხობს
„ნიუკასლი“ ამერიკული „ატლანტადან“ ფეხბურთელს 20 მილიონად ყიდულობს და ოუენის რეკორდს ამხობს

პარაგვაის ნაკრების ნახევარმცველი, მიგელ ალმირონი ინგლისურ კლუბ „ნიუკასლში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, იტყობინება „ბიბისი“ (BBC).

ინგლისელები მზად არიან „ატლანტას“ სამხრეთ ამერიკელში 20 მილიონი ფუნტი გადაუხადონ. ეს კლუბისთვის სარეკორდო თანხაა. წინა რეკორდი 2005 წელს იყო, როდესაც კაჭკაჭებმა „რეალს“ 16 მილიონი ფუნტი მაიკლ ოუენში გადაუხადეს, რომელიც 2001 წელს ოქროს ბურთის მფლობელი გახლდათ.

ალმირონმა ამერიკის მეიჯორ ლიგაში 2018 წლის სეზონში, 37 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის ავტორია. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩია.