„ნიუკასლ ჯეტსის“ მწვრთნელი - მიქელთაძეს რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ბევრის გაკეთება შეუძლია #1TVSPORT
„ნიუკასლ ჯეტსის“ მწვრთნელი - მიქელთაძეს რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ბევრის გაკეთება შეუძლია #1TVSPORT

ნიუკასლ ჯეტსის“ მწვრთნელმა არტურ პაპასმა გაამხნევა ბექა მიქელთაძე, რომელიც გუნდს ავსტრალიის ჩემპიონატში, „ბრისბენ როართან“, გამარჯვებაში (4:0) გოლით დაეხმარა და შვიდმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ქართველმა ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, როდესაც გასულ სეზონში ავსტრალიაში გატარებულ პირველ სეზონში 13 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა.

ზოგადად, შედეგიანობით არც გუნდი გამოირჩევა – „ჯეტსმა“ განვლილ 13 მატჩში მხოლოდ 11 გოლი გაიტანა, მაგრამ „მაკდონალდ ჯონს სთედიუმზე“ „ბრისბენ როარის“ კარი ოთხჯერ აიღო და მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ეს შემოტრიალების დასაწყისი გახდება.

„ვიცი, რომ ბექას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მისი მენტალიტეტი მაიმედებს. ის ბევრს აკეთებს გუნდისთვის, ინდივიდუალური წარმატების მისაღწევად კი რამდენიმე რამ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, როგორც კი „ნიუკასლ ჯეტსი“ უკეთ ათამაშდება, შედეგიანობას მიქელთაძეც გაზრდის. ახლა ჯერ სეზონის შუა პერიოდია და მთავარი ბრძოლები კიდევ წინ არის.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მიქელთაძის მიმართ, რადგან ვიცი, რომ ბექას სეზონის მეორე ნახევარში გუნდისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი თავდაჯერებულობის ნაკლებობის შედეგია. როდესაც შედეგები იქნება, საკუთარი თავის რწმენაც დაგვიბრუნდება, მერე მიქელთაძის გოლებსაც ვიხილავთ.

ჩვენ გამოგვაკლდა გამთამაშებელი დანიელ პენია, რომელიც კრეატიული ნახევარმცველი იყო. ეს გუნდსაც დაეტყო და მიქელთაძესაც, რომელსაც წინა სეზონში „ოქროს ბუცისთვის“ იბრძოდა და საბოლოოდ, ბომბარდირებშიმელბურნ სიტის“ თავდამსხმელის, ჯეიმი მაკლარენის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა.

თუმცა, მალე შემოგვიერთდება იაპონიის ნაკრების ფეხბურთელი მანაბუ საიტო, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდეს. საიტოს შეუძლია ნახევარდაცვის ნებისმიერ ადგილზე თამაში. იმედი მაქვს, რომ მისი მოსვლა გუნდის შედეგიანობაზე აისახება“, – ამბობს არტურ პაპასი.