ნიუ ვიჟენის თასი უკრაინული „ჩერკასის“ გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
თბილისში დასრულდა ნიუ ვიჟენის თასი 17 წლამდე ფეხბურთელთა შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ხუთი ქვეყნის ექვსმა გუნდმა.
ფინალში უკრაინულმა „ჩერკასმა“, ქართული „ინტერ აკადემია“ დაამარცხა და საჩემპიონო თასს დაეუფლა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი უკეთესები უკრაინელები იყვნენ.
აღსანიშნავია რომ ტურნირის პირველი თამაშიც ამ გუნდებს შორის შედგა და იქაც ფრე, 2:2 დაფიქსირდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში, „იბერია 1999-მა“ სძლია, აზერბაიჯანულ „საბაჰს“ 1:0. მეხუთე ადგილი დაიკავა სტამბოლის „ბაშაქშეჰირმა“, მეექვსე კი ლატვიის რფს-მა.