„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ კონკურენტი პსპ დაამარცხა და უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ კონკურენტი პსპ დაამარცხა და უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT

საქართველოს ფუტალის ლიგაში მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) და კავკასიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდებმა მოიგეს და პოზიციები შეინარჩუნეს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ლიდერებს შორის გაიმართა. „პე-ეს-პე“ ერთპიროვნულ ლიდერს, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსს“ დაუპირისპირდა და ჩამორჩენის შემცირება შეეძლო, მაგრამ 2:5 დამარცხდა.

ვახტანგ ჯვარაშვილმა (2,18) დუბლი შეასრულა, 1-1 გოლი დავით ხეჩიკაშვილმა (15) და შოთა თოფურიამ (30) გაიტანეს, ერთი გოლიც საკუთარ კარში მალხაზ შამილაძემ (38) ჩაჭრა. პსპ-დან კი დუბლი ნიკოლოზ კურტანიძემ (22, 23) შეასრულა.

ავთანდილ ასათიანის „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ 9 ტურის შემდეგ 27 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს.

მე-9 ტური

არმია 4:1 ილიაუნი

თსუ 8:2 ქუთაისი

კსუ 4:1 წალენჯიხა

პსპ 2:5 ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი

სატურნირო ცხრილი

1 ნიუ ვიჟენი 27

2 პსპ 18

3 თსუ 14

4 არმია 14

5 კსუ 13

6 ილიაუნი 9

7 ქუთაისი 2

 

წალენჯიხა 1