ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვერტმფრენის ბორტზე ზიმბაბველი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილთა შორის ზიმბაბველი ოპოზიციონერი როი ბენეტი და მისი მეუღლე.

ვერტმფრენის ბორტზე სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა – 39 წლის ანდრა კობია, ერთ-ერთი მფრინავის შვილი. ის მრავლობითი მოტეხილობებით ჰოსპიტალიზებულია.

ვერტმფრენი მთიან რაიონში ჩამოვარდა. საფრენი აპარატი კატასტროფიდან ერთი დღის შემდეგ იპოვეს. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.