ნიუ იორკში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

15:21, 09.08.2025

ნიუ იორკში, თაიმ სქვერზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 01:20 საათზე მოხდა.

„როიტერი“ ნიუ იორკის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაკავებულია ერთი პირი, რომელიც დაკითხვაზე იმყოფება.

ნიუ იორკის პოლიციას სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი