ნიუ იორკში, ხანუქას დღესასწაულზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი დაჭრა
ნიუ იორკში, ხანუქას დღესასწაულზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი დაჭრა

ნიუ იორკში მაჩეტეთი შეიარაღებულმა მამაკაცმა ხანუქას ებრაული დღესასწაულის აღნიშვნისას რაბინის სახლში ხუთი ადამიანი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი აფრო-ამერიკელი იყო და სახეზე ნიღაბი ეკეთა.

მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი რაბინის სახლში შეიჭრა, თავდასხმის შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სინაგოგაში ცდილობდა შეღწევას, თუმცა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულთაგან ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელის ავტომობილი ნიუ იორკის ჰარლემის უბანში აღმოაჩინა.

თავდასხმა დაგმო ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა და აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის ზრდა მხოლოდ ებრაელების და ისრაელის პრობლემა არ არის, არამედ  ის მთელი მსფოლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.