ნიუ იორკში ორი უმსხვილესი საავადმყოფოს 7000-ზე მეტმა ექთანმა საპროტესტო აქცია გამართა
ნიუ იორკში ორი უმსხვილესი საავადმყოფოს 7000-ზე მეტმა ექთანმა საპროტესტო აქცია გამართა. მედპერსონალი კადრების დეფიციტის გამო გართულებულ სამუშაო პირობებს აპროტესტებს და ხელფასების მატებას ითხოვს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
საპროტესტო გამოსვლაში Mount Sinai-სა და Montefiore Medical Center-ის საავადმყოფოების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროფკავშირის განცხადებით, ხელფასების 19-პროცენტიანი ზრდის შეთავაზება არ არის საკმარისი მედპერსონალის დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად.
მედიასთან საუბრისას ექთნები გადაღლილობას უჩივიან და აცხადებენ, რომ თუკი აქამდე ყოველ ოთხ პაციენტზე ერთი ექთანი მოდიოდა, ახლა ყოველ ექვს პაციენტზე ერთი ექთანია გათვალისწინებული, რაც პაცენტებისთვის საფრთხის შემცველია.