ნიუ იორკში მეტროპოლიტენი დაიტბორა, რის გამოც მოქალაქეებს ურჩევენ, მეტროთი მგზავრობას თავი აარიდონ [ვიდეო]

01:24, 03.09.2021

ნიუ იორკში მეტროპოლიტენი დაიტბორა, რის გამოც მოქალაქეებს ურჩევენ, მეტროთი მგზავრობას თავი აარიდონ.

როგორც მეტროპოლიტენის ვებგვერდზეა ნათქვამი, ერთი ხაზი სრულად არის დახურული, ხოლო 12 ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეწყვეტილია.

უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ნიუ იორკში დაიტბორა ავტობუსებიც, რის გამოც მათი მოძრაობა შეწყდა.

წყალდიდობა ნიუ იორკში ქარიშხალ „იდას“ მოჰყვა, რომელსაც აშშ-ში სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი